დავით ტვილდიანი
დავით ტვილდიანი (დ. 14 თებერვალი, 1930,სოფელი რცხმელური, ლენტეხის რაიონი — გ. 23 ნოემბერი, 2010) — ქართველი ექიმი.
1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1958–1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975 წლებში პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989 წლებში პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000 წლებში სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995 წლებში პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის — 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის მექანიკური გაღიზიანების გავლენა გულზე“, დაიცვა 1958 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლის მოდელირება და მისი პათოგენეზის საკითხები“, დაიცვა 1965 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხარისხის მიმნიჭებელი კარდიოლოგიური სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1995–2000)
- ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა სასერტიფიკაციო კომისია, თავმჯდომარე (1998–2003)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — ღირსების ორდენი
- 1990 — საქართველოს განათლების სამინისტროს პრემიის ლაურეატი
- 1989 — მილანის უნივერსიტეტის მედალი
- 1966 — სტოკჰოლმის მედიკო–ქირურგიული აკადემიის მედალი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გულის დაავადებათა ეკგ დიაგნოსტიკა (ავტორი). — თბილისი, სტ. "ნანი", 2007. - 352გვ.
- კლინიკური ელექტროკარდიოგრაფია (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1991. - 416გვ.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის შესახებ (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 147გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფიული ლექსიკონი — დავით ტვილდიანი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა